სპორტი

მარგველაშვილი და ნინიაშვილი დამარცხდნენ.პაპინაშვილი ფინალშია

ბაქოს გრანდ-სლემის პირველ დღეს ტატამზე 3 ქართველი ძიუდოისტი ჩგამოვიდა.

მოვლენები მოულოდნელი სცენარით განვითარდა. 66 წიონით კატეგორიაში მებრძოლმა ვაჟა მარგველაშვილმა მარცხი პირველივე შეხვედრაში იგემა.

ჯაბა პაპინაშვილმა 60 კგ.- მდე წონაში მოასპარეზე სამ მეტოქეს სძლია და ფინალში გავიდა.

ბაგრატ ნინიაშვილის სტარტიც უშედეგო აღმოჩნდა. ის რეპეშაჟში გადაერთო, თუმცა ვერც იქ მოიპოვა რამე საიმედო.

ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორი მარგველაშვილი იაპონელ უიჯი აიდასთან დამატებით დროში დამარცხდა. მეტოქემ მახრჩობელა ილეთი გამოიყენა და ქართველი მებრძოლი გათამაშებას გამოთიშა.

ჯაბა პაპინაშვილი გადამწყვეტ შეხვედრაში რუს ალბერტ ოგუზოვს უნდა შეხვდეს.

ბაგრატ ნინიაშვილის პირველი მეტოქე ასევე მასპინძელი, იბრაჰიმოვი იყო, რომელიც ვაზარით დაამარცხა, მეოთხედფინალში კი მოლდოველ დენის ვიერუს ვერ აჯობა და ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლას აგრძელებდა, თუმცა რუს იაკუბ შამილოვთან წააგო და ტურნირი მე-7 ადგილზე დაასრულა.

ფინალური ბლოკი დღეს 17:00 საათიდან დაიწყება.

მსგავსი პოსტები

Back to top button