მნიშვნელოვანისიახლეები

მარიტა მეფარიშვილს დღეს ვაკე-საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ.

ტრაგიკულად დაღუპულ მარიტა მეფარიშვილს უკანასკნელ გზაზე აცილებენ. საქართველო 13 წლის მოზარდს გლოვობს.13 წლის მარიტა მეფარიშვილს ოჯახის წევრები, ახლობლები და მოქალაქეები ემშვიდობებიან.

სამოქალაქო პანაშვიდი ვაკის სამების ეკლესიაში უკვე დასრულდა. ვაკის პარკში, დენის დარტყმის შედეგად გარდაცვლილი მოზარდის ოჯახის წევრები მთელი დღის განმავლობაში მეგობრებისგან, ახლობლებისგან და სრულიად საქართველოსგან სამძიმარს იღებდნენ.

სამოქალაქო პანაშვიდზე იყვნენ თბილისის მერი კახი კალაძე და საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

13 წლის მარიტა მეფარიშვილის ცხედარი „მზიურის“ კორტებზე გადაასვენეს. დღეს მას საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ.

მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში, შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. ბავშვები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ერთ-ერთი ბავშვის, 13 წლის გოგონას, მარიტა მეფარიშვილის მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და ის ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა.

შსს-ს განმარტებით, მომხდარ ფაქტზე დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით. გამოძიების მსვლელობისას დაზუსტდა კვალიფიკაცია და გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც გულისხმობს ელექტრო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button