მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინაში გმირულად დაღუპული ედიშერ კვარაცხელია საქართველოში ჩამოასვენეს

უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი ედიშერ კვარაცხელია, რომელიც 10 ოქტომბერს დაიღუპა, საქართველოში ჩამოასვენეს. ის უკრაინაში 2014 წლიდან იბრძოდა.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კვარაცხელიას ოჯახის წევრები და მოქალაქეები შეიკრიბნენ და მას პატივი მიაგეს.

“ჩემი ძმა გმირი იყო და გმირად მიიბარებს წალენჯიხის მიწა”, – ამბობს ედიშერ კვარაცხელიას ძმა.

ქართველი მებრძოლი 25-ე ცალკეული მოტომსროლელი დივიზიის, “КИЇВСЬКА РУСЬ”-ის წევრი იყო ედიშერ კვარაცხელია 2014 წლიდან უკრაინაში მსახურობდა ის მონაწილეობდა, როგორც 2014 წელს დონბასის ომში, ის ასევე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილე იყო.

44 წლის მებრძოლი 10 ოქტომბერს დონეცკის ოლქში ბახმუტთან ოკუპანტების სარაკეტო იერიშს ემსხვერპლა.

ოჯახის ცნობით, მებრძოლის ცხედარს დღეს საღამოს სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენებენ, სადაც მისი სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება. ხვალ კი წალენჯიხაში, საკუთარ სახლში გადაასვენებენ და დაკრძალავენ.

ედიშერ კვარაცხელია მე-20 ქართველი მებრძოლია, რომელიც უკრაინის ომში დაიღუპა.

უკრაინაში რუსეთმა ომი 24 თებერვალს დაიწყო. ქართველი მებრძოლების დაღუპვის შესახებ პირველი ინფორმაცია 18 მარტს გავრცელდა. მას შემდეგ უკრაინაში 20 ქართველი მებრძოლი დაიღუპა.

მსგავსი პოსტები

Back to top button