მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

თეირანში, ევინის ციხეში აფეთქებებისა და სროლის ხმა ისმის

სროლისა და განგაშის სიგნალის ხმა ისმის ირანში, “ევინის” ციხეში. BBC-ს ინფორმაციით, ციხეში ძლიერი ხანძარიც გაჩნდა. თვითმხილველების განცხადებით, ტერიტორიაზე შეინიშნება ძლიერი კვამლი.

როგორც ცნობილია, “ევინი” პოლიტპატიმრების, ჟურნალისტებისა და უცხოელი პატიმრების ციხედ ითვლება. სწორედ აქ მოათავსეს ასობით დემონსტრანტი, რომლებიც ქუჩებში 22 წლის მაჰსა ამინის სიკვდილს აპროტესტებდნენ.

BBC-ს ადგილობრივი ბიუროს განცხადებით, ჯერჯერობით უცნობია, უკავშირდება თუ არა ციხეში არსებული მდგომარეობა ბოლო დემონსტრაციებს. თუმცა გავრცელებულ ვიდეოებში ისმის, როგორ სკანდირებენ ციხეში დემონსტრანტების ცნობილ ლოზუნგს – “სიკვდილი დიქტატორს” .

მომხდარიდან მალევე ციხის გარეთ ხალხმა შეკრება დაიწყო. დაწესებულებაში კი სპეცრაზმი შევიდა.

სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, არეულობა ქვეყანაში ბოლოს აგორებულ საპროტესტო ტალღას არ უკავშირდება.

ციხის ადმინისტრაციის ცნობით, დაპირისპირება კრიმინალურ ელემენტებს შორის მოხდა და ხანძარზე პასუხისმგებლობაც მათ ეკისრებათ.

ირანში, ევინის ციხე პოლიტპატიმრების საპყრობილედ მოიაზრება. მასშტაბური არეულობების დროს დაკავებულები სწორედ აღნიშნულ ციხეში გადაიყვანეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button