მნიშვნელოვანისაქართველო
მარჯვენასაჭიანი ტაქსების აკრძალვა 2021 წლის 1 იანვრამდე გადავადდა

მარჯვენასაჭიანი ავტომობილების ტაქსის მძღოლები „B კატეგორიაში“ მუშაობას 2021 წლის პირველ იანვრამდე შეძლებენ, ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც საინიციატივო ჯგუფთან შეხვედრისას, ტაქსის მძღოლებმა აღნიშნეს, რომ 1 წელი, მცირე დრო იმისთვის, რომ მარცხენასაჭიან ავტომობილებზე გადასულიყვნენ.
თბილისის მერის თქმით, საინიციატივო ჯგუფთან შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.
ტაქსის მძღოლებმა, ახალ რეგულაციებთან დაკავშირებით, აქციები გამართეს. სხვა რეგულაციებთან ერთად, ისინი აპროტესტებდნენ თბილისის მერიის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, მარჯვენასაჭიანი ავტომობილებით ტაქსაობა 2019 წლის 1-ლი ოქტომბრიდან უნდა აკრძალულიყო.