მარკ ცუკერბერგმა ახალი VR ჩაფხუტი წარმოადგინა [Video]

კომპანია Oculus-ი ახალი ვირტუალურ ჩაფხუტს ქმნის, რომელსაც სმარტფონსა და კომპიუტერზე მიერთების გარეშე, ავტონომიური მუშაობა შეეძლება. ინფორმაციას გამოცემა Engadget ავრცელებს.

ცუკერბერგმა Oculus Connect-ის კონფერენციაზე კომპანიის იდეების დემონსტრირება მოახდინა.

აპრილში Facebook-მა F8-ის ღონისძიებაზე ჩაფხუტის ადრეული – დემო ვერსია უკვე წარმოადგინა.

ჩაფხუტის ახალი ვერსია უფრო გაუმჯობესებულია. მას შეუძლია თმის ფერის შეცვლა, ტანსაცმლის ფასონის შერჩევა, სცვადასხვა აქსესუარის დამატება, მაგალითად სათვალის.

ამის გარდა, სისტემა ჩაფხუტის მფლობელის მიმიკის იმიტაციაც აკეთებს, რის წყალობითაც ციფრულ ორეულებს ემოციების გამოხატვა შეუძლიათ.

როგორც გამოცემა გვაცნობებს, ვირტუალურ სამყაროში ადამიანები ერთმანეთთან ურთიერთქმედებით ჭადრაკის თამაშსა და ფარიკაობას შეძლებენ.

ცუკერბერგმა გაჯეტის კიდევ ერთი ფუნქციის დემონსტრირება მოახდინა – ციფრულ ორეულებს კონკრეტული ადამიანის გარეგნობის მიღება და ცოცხალ ადამიანებთან ურთიერთობა შეუძლიათ. ამისთვის ცუკერბერგმა თავის მეუღლეს, პრისცილა ჩანს დაურეკა.

მსგავსი პოსტები

Back to top button