სააკაშვილის პირადი დაცვის ყოფილმა წევრმა პარტია დატოვა

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პირადი დაცვის ყოფილმა წევრმა შაქრო კობაიძემ „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა.

კობაიძის განცხადებით, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც პარტიის ხელმძღვანელობამ ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების განხორციელება დაიწყო და ქვეყანაში დესტაბილიზაციის საფრთხე შექმნა.

„წლების განმავლობაში ვიყავი მიხეილ სააკაშვილის პირადი დაცვის წევრი. შემდგომში, პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” გავწევრიანდი, რადგან მჯეროდა „ნაციონალური მოძრაობის” კეთილი მიზნების, მაგრამ ბოლოდროინდელი პროცესების განვითარების შემდეგ, პარტიის ხელმძღვანელობამ აშკარად ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების განხორციელება დაიწყო და ქვეყანაში დესტაბილიზაციის საფრთხე შექმნა“, – განაცხადა კობაიძემ.

მისი თქმით, მისთვის ცნობილი გახდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები, ქვეყანაში ძალადობრივი ქმედებების განხორციელებას გეგმავდნენ.

,,ბოლო პერიოდში ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერების მიერ იგეგმებოდა ძალადობრივი ქმედებების განხორციელება, რის გამოც, პარტიის ოფისში თათბირები იმართებოდა. თათბირებზე ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობის გეგმას ხშირად განიხილავდნენ. ასევე, განსახორციელებელ პროვოკაციულ ქმედებებს გეგმავდნენ, რაც ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია.

გამოვხატე ჩემი უარყოფითი დამოკიდებულება ძალადობისა და პროვოკაციული ქმედებების განხორციელების მიმართ, თუმცა ჩემი აზრი არ იქნა გათვალისწინებული პარტიის ხელმძღვანელობის მიერ, აღნიშნულიდან გამომდინარე“, – განაცხადა შაქრო კობაიძემ.

მსგავსი პოსტები

Back to top button