მსოფლიოსიახლეებისპორტი

მარკო როისმა ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობაზე უარი თქვა

დორტმუნდის ბორუსიას ვარსკვლავმა მარკო როისმა გადაწყვიტა, რომ ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატში მონაწილეობა არ მიიღოს.განცხადება ამის შესახებ ნახევარმცველმა სოციალურ ქსელში განათავსა. ასევე, შეუთანხმდა გერმანიის ნაკრების მთავარ მწვრთნელს, იოახიმ ლიოვს, რომ 26 კაციან განაცხადში მისი სახელი არ შეიტანოს.

გერმანიის ნაკრებისთვის ეს მეორე დანაკლისია: მარკ ანდრე ტერ შტეგენი იძულებით გამოეთიშა ჩემპიონატს, რადგან მას გადაუდებელი ოპერაცია სჭირდება.

31 წლის მარკო როისს კონტინენტის და მსოფლიო ჩემპიონატებში მონაწილეობის უცნაური და საინტერესო ისტორია აქვს. მან ტრავმის გამო 2016 წლის ევროპის ჩემპიონატი გამოტოვა. ასევე, არ უთამაშია 2014 წლის მუნდიალზე, რადგან ტურნირის დაწყებამდე გამართულ ამხანაგურ მატჩში დაშავდა.

2018 წელს როისი განაცხადში იყო, მაგრამ ბუნდესგუნდმა მუნდიალზე სრული ფიასკო განიცადა. მიუხედავად ამისა, როისი თავის გადაწყვეტილებას იმით ხსნის, რომ ფეხბურთელი გადაიღალა და მის ორგანუზმს დასვენება სჭირდება.

გერმანიის ნაკრები 28 მაისს ავსტრიაში შეიკრიბება და ვარჯიშს დაიწყებს. პირველ მატჩს კონტინენტის პირველობაზე ლიოვის გუნდი 15 ივნისს, საფრანგეთის ნაკრებთან გამართავს.

მსგავსი პოსტები

Back to top button