მნიშვნელოვანისიახლეები

მარნეულში, დარღვევის შედეგად, სწორედ იმ უბნის შედეგები გაუქმდა, სადაც “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა” იგებდა-ბოკუჩავა

კოალიცია “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, მარნეულში, დარღვევის შედეგად, სწორედ იმ უბნის შედეგები გაუქმდა, სადაც “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა” იგებდა.

მისივე თქმით, ქვეყნის მასშტაბით, “ქართული ოცნების” წარმომადგენლები ფიზიკურ დაპირისპირებაზე მიდიან იმ უბნებში, სადაც ოპოზიცია იგებს.

“იცით, რომ მარნეულში, 69-ე უბანზე საერთოდ გაუქმებულია შედეგები, დახურულია უბანი, რადგან სწორედ იქ იგებდა ოპოზიცია და, კონკრეტულად, “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა”. ეს ძალიან კარგად იცოდნენ. ამ ტენდენციას ვხედავთ ჩვენ მთელი ქვეყნის მასშტაბით – იქ, სადაც ოპოზიცია იგებს, “ქართული ოცნების” წარმომადგენლები პირდაპირ ფიზიკურ დაპირისპირებაზე მიდიან იმისთვის, რომ შემდეგ გაუქმდეს აღნიშნული უბნები,” – აცხადებ თინა ბოკუჩავა.

დღეს, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები იმართება. წელს, ქვეყანაში პირველად ტარდება საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული წესით. ამომრჩევლებს, საერთო ჯამში, 3 111 საარჩევნო უბანი ემსახურება.

მსგავსი პოსტები

Back to top button