მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

მარნეულში მძღოლმა მგზავრებს პირბადეები ჩასვლამდე ათხოვა

მარნეულის სამარშრუტო მიკროავტობუსში რამდენიმე ადამიანს პირბადერ ჰქონდა და ისინი მძღოლმა დაურიგა. ჩასვლისას კი, უკან დაბუნება მოსთხოვა. სავარაუდოდოდ, მძღოლი ამ პირბადეებს შემდეგი მგზავრებისთვის გამოიყენებდა.

“მეხუთე სკოლის წინ რომ გაჩერებაა, იქ მარშუტკაში ვიჯექი. მძღოლმა ორ მგზავრს სთხოვა, რომ პირბადეები უკან დაებრუნებინათ, მათაც დააბრუნეს. მაშინვე მივეცი მძღოლს შენიშვნა, თუ რატომ აკეთებდა ამას და მან მიპასუხა, რომ კლიენტები რომ არ დაეკარგა, მოუწია პირბადეების თხოვება”. – თქვა რადიო მარნეულთან საუბრისას რესპონდენტმა, რომელიც ანონიმურობის გარანტიით ჩაეწერა.

შპს „ექსპრეს ტურისტის“ დირექტორი იური სამხარაძე ფაქტს ადასტურებს და ამბობს, რომ მძღოლებს გაფრთხილება უკვე მისცა.

„ეს პრობლემა უკვე აღმოფხვრილია. დამღალეს უკვე მძღოლებმა. ვესაუბრე მათ და ხვალიდან მგონი, ყველაფერი წესრიგში იქნება“. – თქვა იური სამხარაძემ.

მარნეულში საჯარო ტრანსპორტის მოძრაობა 29 მაისს აღდა. მგზავრებისთვის პირბადეების ტარება სავალდებულოა. აკრძალულია მგზავრების ფეხზე დგომა, მგზავრთა გადაყვანა სავარძლების რაოდენობაზეა დამოკიდებული.

მსგავსი პოსტები

Back to top button