მაროკოში მეძავი ქალის როლის შემსრულებელი მსახიობი გალახეს [Photo]

მაროკოელი მსახიობი, ლუბნა აბიდარი, რომელმაც ფილმში – “ძალიან საყვარელი” მეძავი ქალის როლი შეასრულა, კასაბლანკაში ძლერ გალახეს, რის შემდეგაც, იგი იძულებული გახდა, თავი საფრანგეთისთვის შეეფარებინა, – იუწყება The Guardian.

მსახიობმა სურათები, რომლებზეც მას ძალადობის კვალი აღენიშნება, საკუთარ Facebook-გვერდზე გამოაქვეყნა.

აბიდარი ყვება, რომ მას უცნობი პირები დანებით თავს დაესხნენ, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და სიკვდილით ემუქრებოდნენ. მსახიობი თვლის, რომ ინციდენტი უშუალოდ მის როლს უკავშირდება.

დაზარალებულმა პოლიციას მიმართა და საკუთარი ეჭვები გაანდო, რაზეც მას სამართალდამცველებმა დასცინეს.

ფილმში მარაქეშის მეძავების ცხოვრებაა აღწერილი, რომლებიც იძულებულნი არიან, მდიდარი უცხოელების ნებისმიერი სურვილი შეასრულონ. კანის კინოფესტივალზე დრამამ სპეციალური პრიზი მიიღო.

ფესტივალზე დებიუტის შემდეგ, 2015 წლის მაისში, ქვეყანაში ფილმის ჩვენება აკრძალეს იმ მიზეზით, რომ მასში ასახული მოვლენები ქალების მორალურ ფასეულობებს აზაიანებს და მაროკოს სამეფოსთვის სახეში შეფურთხების ტოლფასია. ფილმის რეჟისორი და მთავარი როლის შემსრულებელი პორნოგრაფიის წარმოებასა და პროპაგანდაში დაადანაშაულეს, თუმცა მოგვიანებით, მათ ეს ბრალდება მოუხსნეს.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”22701″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button