იორდანიამ თითქმის მილიონ-ნახევარი სირიელი ლტოლვილი შეიფარა

იორდანიამ დაახლოებით 1 მილიონ 400 ათასი სირიელი ლტოლვილი შეიფარა. ამის შესახებ Euronews-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში იორდანიის მეფემ – აბდალა II განაცხადა.

“ჩვენ, ლტოლვილთა რაოდენობით, ზღვარს მივაღწიეთ. 1 მილიონ 400 ათასი სირიელი დევნილი მივიღეთ, რაც მოსახლეობის 20% შეადგენს. ვეჭვობ, ამაზე მეტი ადამიანის შეფარება შევძლოთ”, – დასძინა მეფემ.

აბდალა II აღნიშნა, რომ ლტოლვილთა 10% საგანგებო ბანაკებში ცხოვრობს, ხოლო დარჩენილი 10% იორდანიის ტერიტორიაზე თავისუფლად დასახლდა, რაც ქვეყნის ინფრასტრუქტურას და ჯანდაცვას მძიმე ტვირთად დააწვა.

მსგავსი პოსტები

Back to top button