ანდრო ბარნოვმა “ნაციონალური მოძრაობა” დატოვა

ანდრო ბარნოვი ნაციონალურ მოძრაობას ტოვებს – ამის შესახებ მან facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა.

“საქართველოს მომავლის თვალსაზრისით, მხარე ვერ იქნება რომელიმე პოლიტიკური პარტია. საჭიროა პირუთვნელი საზოგადოებრივი მოღვაწეობა – ყოველგვარი პარტიული ინტერესისა და პარტიული მიზნების გარეშე,” – წერს ბარნოვი, რომელიც ახალი არასამთავრობო ორგანიზაციის დაფუძნებაზეც ამახვილებს ყურადღებას.

გამოქვეყნებულ განცხადებაში ბარნოვი ნაციონალურ მოძრაობაში მისვლასაც იხსენებს და ამ გადაწყვეტილებას მისი პოლიტიკური კარიერის ყველაზე სწორ და ყველაზე მნიშვნელოვან ნაბიჯად აფასებს. ბარნოვის ქმედებას მისი უკვე ყოფილი თანაპარტიელები ეხმიანებიან.

მსგავსი პოსტები

Back to top button