ბლატერი ჰოსპიტალიზებულია

ფიფას პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელი, იოზეფ ბლატერი საავადმყოფოში გადაიყვანეს – ამის შესახებ 79 წლის საფეხბურთო ფუნქციონერის წარმომადგენელი იუწყება.

როგორც ცნობილი გახდა, შვეიცარიელს ნერვული შოკი აქვს, თუმცა ამ დროისათვის მისთვის მეგობრებთან კომუნიკაცია პრობლემას არ წარმოადგენს.

შეგახსენებთ, რომ ფიფას ეთიკის კომიტეტი, 2011 წელს, ბლატერის მიერ უეფას პრეზიდენტ მიშელ პლატინისადმი უკანონოდ გადარიცხული 2 მილიონი შვეიცარიული ფრანკის საქმეს იძიებს, რის გამოც ბლატერიცა და პლატინიც საკუთარი მოვალეობის შესრულებისგან 90 დღით გაათავისუფლეს.

ფიფას საპრეზიდენტო არჩევნები 2016 წლის 26 თებერვალს გაიმართება.

მსგავსი პოსტები

Back to top button