პორნოსაიტს იტალიური კლუბის სპონსორობა სურს

პორნოსაიტ Pornhub-ს იტალიური კლუბის სპონსორობა სურს.
საიტის ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ სპორტი კარგი იდეაა პორნოგრაფიული კონტენტის რეკლამისთვის.
Pornhub-ს სურს კლუბთან, რომელიც მათ მოთხოვნილებებს დააკმაყოფილებს, ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმოს.
საიტი სასურველი გუნდებიდან გამარჯვებულს აირჩევს. ამის შესახებ შოუს წამყვანებმა რომის ერთ-ერთი რადიოსადგურის ეთერში განაცხადეს.
“ვეძებთ ხერხს, როგორ მოვიზიდოთ იტალიური საზოგადოება და გვგონია, რომ ეს კარგი ვარიანტია.
ჩვენ მოვუწოდებთ ყველა კლუბს, განაცხადები შემოიტანონ და გამარჯვებულთან თანამშრომლობას ველოდებით”, – თქვა Pornhub-ის პრეზიდენტმა კორი პრაისმა.
აღსანიშნავია, რომ ადრე პორნოსაიტი ინგლისის საფეხბურთო კლუბ “სთრითბოლის” კოლექტივს ირლანდიიდან და კიდევ რამდენიმე სხვა სპორტულ ორგანიზაციას ასპონსორებდა.