მნიშვნელოვანიმოზაიკა

მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავს

დღეს, მართლმადიდებელი ეკლესია ერთ-ერთი უმთავრეს ქრისტიანულ დღესასწაულს – იესო ქრისტეს აღდგომის დღეს აღნიშნავს.  ამ დღესთან დაკავშირებით, საქართველოში მოქმედ ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში ღამისთევისმსახურება აღევლინება. ტრადიციულად, მწუხრის ლოცვის შემდეგ მორწმუნეები სანთლებითა და ჯრვრით ხელში, საზეიმო მსველელობას – ლიტანიობას აწყობენ, შემდეგ კი ტაძრებში სადღესასწაულო მსახურება დილამდე გრძელდება.

ფოტო: ლაშა გაბუნია

აღდგომა 12 საუფლო დღესასწაულს შორის ყველაზე მნიშვნელოვანია. წმინდა სახარების მიხედვით, უფალი იესო ქრისტე კაცობრიობის გადასარჩენად და ცოდვებისგან გამოსასყიდად განკაცდა, ჯვარს ეცვა და მესამე დღეს აღდგა.

აღდგომის დღესასწაულს წინ უძღვის 40–დღიანი მარხვა და ვნების კვირა. 
აღდგომა მოძრავი დღესასწაულია და 4 აპრილიდან 8 მაისამდე პერიოდში აღინიშნება, წელს, აღდგომის დღესასწაული 28 აპრილს დაემთხვა.

მსგავსი პოსტები

Back to top button