მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები
მარტში საქართველოს ეკონომიკა 2,7%-ით შემცირდა

მარტში საქართველოს მშპ 2,7%-ით შემცირდა. ამის შესახებ საქსტატის მომზადებულ მარტის ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასების დოკუმენტშია საუბარი.
რაც შეეხება ჯამურად წლის პირველ კვარტალს, მოცემულ პერიოდში ქვეყნის მშპ ჯამურად, 1,5%-ით გაიზარდა.
მარტში ზრდა მხოლოდ ორ სექტორში, – კომუნიკაციებისა და მშენებლობის სფეროში დაფიქსირდა. ეკონომიკის დანარჩენ სექტორებში აქტიურობის მკვეთრი კლება გამოვლინდა. მათ შორის, თითქმის განახევრდა ახალი კომპანიების რეგისტრაციის მაჩვენებელი.
მსოფლიო სავალუტო ფონდის პროგნოზით, მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკა 4%-ით შემცირდება. იდენტურია საქართველოს მთავრობისა და ეროვნული ბანკის ვარაუდიც.
არსებული პროგნოზებით, ეკონომიკური ზრდა საქართველოში მომავალი წლიდან დაიწყება და მშპ-ის ზრდა, სავარაუდოდ, 3%-ს გაუტოლდება.