მარტვილელები ხურმის ჩირის რეალიზების პრობლემაზე ჩივიან
მარტვილის მოსახლეობა საახალწლოდ ხურმის ჩირის გაყიდვას ვერ ახერხებს.ადგილობრიევბისთვის ხურმის ჩირი შემოსავალის ძირითად წყაროს წარმოადგენს.
ხურმა აქ სამეურნეო კულტურაა. ხურმისგან ჩირის დამზადება კი უძველესი ტრადიცია.
თითქმის ყველა სოფელში ადგილობრივი მცხოვრებლები ყოველი წლის შემოდგომაზე საოჯახო მეურნეობებში, ტრადიციული მეთოდებით აშრობენ ჩირს , ძაფზე აცმულ გათლილ ხურმას სახლების აივნებზე, მთელ სიგრძეზე კიდებენ. მის გაშრობას კი მზიანი ამინდები ჭირდება. გამშრალი ჩირის ცალკე შენახვა კი საგულდაგულოდ ხდება,რომ საახალწლოდ გასაყიდად გამზადდეს.
მარტვილის სოფელ ინჩხურში მცხოვრები ლამარა წოწორია ამბობს,რომ 300 კილოგრამამდე გაახმეს და რეალიზებას ვერ ახდენენ.
“ჩვენს დღეშია ყველა ოჯახი თითქმის.იქნებ ვინმე დაგვეხმაროს,რომ გავყიდოთ და არ დაგვილპეს საქონელი”,-გვითხრა მან.
მყიდველიც არ არის-ისინი ამ ფაქტს პანდემიის გამო ქვეყანაში დაწესებულ შეზღუდვებს უკავშირებენ.
,,ხურმის ჩირის მომზადება ოქტომბრის ბოლოს დავიწყეთ. ძალიან კარგად გაშრა, მაგრამ მყიდველი არავინ არის, არ ვიცით რა გავაკეთოთ და სად უნდა წავიღოთ ამდენი ჩირი?! საახალწლოდ ამის იმედად იყო ჩემი ოჯახი, მაგრამ ამ დრომდე არავინ მოსულა საკითხავადაც”,-ამბობს სოფელ ნაგვაზაოს მკვიდრი ამბაკო დანელია.
წინა საახალწლო დღეებში ხურმის ჩირის გაყიდვა მარტვილის მოსახელობის მხოლოდ მცირე ნაწილმა შეძლო და მისი ღირებულება ერთ კილოგრამზე 3 ლარია.
მოსახლეობა დახმარებას ადგილობრივი ხელისუფლებისგან ითხოვს. ამ დროისთვის თითო ოჯახში დაახლოებით 300 კილოგრამამდე ჩირი აქვთ,ადრე მათ გაყიდვას საზღვარგარეთაც ახერხებდნენ.