მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები
მარტვილში კორონავირუსით 31 წლის პაციენტი გარდაიცვალა
მარტვილში 31 წლის ქალის გარდაცვალების მიზეზი კოვიდ 19 გახდა. იგი დილით მარტვილის ჰოსპიტალში გარდაიცვალა.
31 წლის ქალს თანმხლები დაავადება ნეიროპათია ჰქონდა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ინფორმაციას რადიო თბილისთან მარტვილის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი როზა ჯანაშია ადასტურებს.
გარდაცვლილს ერთი შვილი დარჩა.