საქართველოსიახლეები

მას შემდეგ რაც მეტრო გაიხსნა არანაირი სარეაბილიტაციო სამუშაოები არ განხორციელებულა – კახა კალაძე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მას შემდეგ რა თბილისში მეტრო გაიხსნა, არანაირი სარეაბილიტაციო სამუშაოები არ განხორციელებულა და იყო მხოლოდ შეკეთებები. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, თბილისში მეტროს ხაზებზე გახშირებული შეფერხებების კომენტირებისას გაუცხადა.

„მას შემდეგ, რაც მეტრო გაიხსნა, თითი არ დაუკარებია არავის, არანაირი სარეაბილიტაციო სამუშაოები არ განხორციელებულა. იყო მხოლოდ შეკეთებები. გვაქვს მიდგომა, რომ ძირეულად და ეტაპობრივად მივყვეთ ამას. მე იმას ნუ მომთხოვთ, ერთ წელში გავაკეთო ის, რაც 1966 წლის შემდეგ არ გაკეთებულა. ამას ფიზიკურად ვერ მოვახერხებ, მაგრამ კონკრეტული ნაბიჯები იდგმება, აღნიშნული პროექტები ხორციელდება და ეტაპობრივად ყველაფერი გაკეთდება. მაგალითად შპალები, რაც ლიანდაგის ქვემოთაა განთავსებული, დღემდე მხოლოდ 5 000 ცალია ჩანაცვლებული, მათი მთლიანი რაოდენობა დაახლოებით 110 000-ია. ეს სწორი მიდგომა და დამოკიდებულება იყო? რა თქმა უნდა, არა. თუმცა მოგვარებადია ყველაფერი და აუცილებლად შევძლებთ”, – განაცხადა კალაძემ.

მსგავსი პოსტები

Back to top button