მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები
მაშველებმა ზღვაში 26 წლის დავით ზარანდიას ცხედარი იპოვეს
მაშველებმა ზღვაში სოფელ პატარა ფოთის მკვიდრის 26 წლის დავით ზარანდიას ცხედარი იპოვეს.
“ეს წუთია იპოვეს ცხედარი მაშველებმა. მოხდება ცხედრის ექსპერტიზა”,-უთხრა რადიო თბილისს სოფლის რწმუნებულმა.
ცნობისთვის,ფოთში, რამდენიმე დღის წინ მალთაყვის სანაპიროზე, თვითმხილველების განცხადებით, მამაკაცი წელამდე წყალში შევიდა, რა დროსაც იგი დინებამ გაიტაცა.
სამძებრო სამუშაოებში მაშველებთან ერთად ჩართული იყო სპეციალური ტექნიკა.