
ილონ მასკმა განაცხადა, რომ მისი შვილის სახელი პაროლს ჰგავს. ეს მასკმა მას შემდეგ თქვა, როცა ჟურნალისტმა ბავშვის სახელი არასწორად წარმოთქვა.
ვიდეო Youtube-ზე ცოტა ხნის წინ აიტვირთა. ჟურნალისტი ილონ მასკთან მიდის და ეკითხება, როგორ არის X Æ A-12. Tesla-ს მფლობელს კითხვა არ ესმის და კიდევ ერთხელ გამეორებას ითხოვს, შემდეგ კი, იძახის:
“უი, შენ ჩემს შვილს გულისხმობ! სახელი პაროლს ჰგავს”.
ილონ მასკმა და კანადელმა მუსიკოსმა, გრაიმსმა, თავდაპირველად, შვილს X Æ A-12 დაარქვეს. თუმცა, კალიფორნიაში არსებული კანონმდებლობის გამო, მათ ამის უფლება არ მიეცათ.
ამის შემდეგ, ჩვილს სახელი გადაარქვეს და X AE A-Xii დაარქვეს.