მნიშვნელოვანიპოლიტიკარეგიონისიახლეები

ირმა ნადირაშვილის თქმით, “ქართული ოცნების” აქტივისტებმა საარჩევნო კამპანიის დროს ხელი შეუშალეს

“ევროპული საქართველოს” მაჟორიტარობის კანდიდატი რუსთავსა და გარდაბანში, ირმა ნადირაშვილი, ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან პარტიის აქტივისტებზე განხორციელებულ ზეწოლასა და ხელის შეშლაზე საუბრობს.

ირმა ნადირაშვილის თქმით, “ევროპული საქართველოს” აქტივისტები სოფელ ვაზიანში ატარებდნენ შეხვედრას, რა დროსაც ხელისუფლების წარმომადგენელი და “ქართული ოცნების” აქტივისტები “ევროპული საქართველოს” წარმომადგენლებს, სიტყვიერი შეძახილებით ხელს უშლიდნენ საარჩევნო კამპანიის წარმართვაში. ირმა ნადირაშვილი შესაბამის ორგანოებს მოუწოდებს, გამოიძიონ ეს საქმე.

“გუშინ ინციდენტი მოხდა გარდაბნის რაიონის სოფელ ვაზიანში, სადაც “ევროპული საქართველოს” აქტივისტები ჩასულები იყვნენ და მოსახლოებას ხვდებოდნენ. ერთ-ერთი შეხვედრის დროს, ჩვენს აქტივისტებს აედევნა ავტომობილი, ხოლო ამ ავტომობილში, ჩვენი ინფორმაციით, იჯდა ლევან მენახშირიშვილი. ის გახლავთ სახელმწიფო წარმომადგენელი სოფელ ვაზიანში. ამ ადამიანმა “ქართული ოცნების” აქტივისტები მიუსია ჩვენ ჯგუფს. ისინი ცდილობდნენ, ჩვენთვის ხელი შეეშალათ. სხვადასხვა სიტყვიერი შეძახილით, ისინი ცდილობდნენ, ზეგავლენა მოეხდინათ ჩვენ მხარდამჭერებზე.

“მე მინდა, რომ ამ ადამიანებს და “ქართულ ოცნებას” ვუთხრა: თუ თქვენ მხოლოდ კეკლუცობისთვის და საერთაშორისო პარტნიორებში ქულის დაწერისთვის არ დააყენეთ ინიციატივა, რომ დაისაჯოს საარჩევნო კამპანიის დროს ხელის შეშლა, მაშინ მე წარმოგიდგინეთ პიროვნება, წარმოგიდგინეთ ფაქტებიც და ვთხოვ შესაბამის ორგანოებს, მიიღონ ზომები.” — განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button