მასმედიამ აშშ-ის პირველი ლედის საუკეთესო სურათები გამოაქვეყნა [Video]

როგორც ცნობილია, აშშ-ის აწ უკვე პირველი ლედი წარსულში პროფესიონალი მოდელი იყო. დონალდ ტრამპის მეუღლემ, მელანია ტრამპმა მრავალი მოდური ჟურნალის ყდა დაამშვენა, მათ რიცხვშია Vogue და Sports Illustrated.
მელანია კნაუსი ყოფილ იუგოსლავიაში 1970 წელს დაიბადა. მან სამოდელო ბიზნესი 16 წლის ასკში დაიწყო, ხოლო მოგვიანებით, არქიტექტურისა და დიზაინის სპეციალობით, ლუბლიანის უნივერსიტეტი დაამთავრა.
მელანიამ თავისი მომავალი მეუღლე ერთ-ერთ ჟურნალში გადაღების დროს გაიცნო. მაშინ დონალდ ტრამპი სილამაზის კონკურსის – “მის სამყაროს” მფლობელი უკვე იყო.
ამჟამინდელი პრეზიდენტი მელანია კნაუსზე 2005 წელს დაქორწინდა და წყვილს ერთი წლის შემდეგ ვაჟი – ბერონი შეეძინა. დონალდ ტრამპს სხვადასხვა ქორწინებიდან 5 შვილი ჰყავს.