მასმედიაში დრონით გადაღებული აკრძალული ფოტოსურათები გამოაქვეყნეს [Photo/Video]
ფოტოგრაფმა, ამოს ჩაპლმა უპილოტო საფრენი აპარატის მეშვეობით გადაღებული ფოტოსურათების კოლექცია შექმნა. როგორც გაირკვა, ბევრი მათგანი დღესდღეობით გადაღებისთვის აკრძალული ადგილების ზონაში აღმოჩნდა, – იუწყება Business Insider-ი.
ფოტოგრაფმა დრონი ბაზარზე გამოჩენისთანავე, 2013 წელს შეიძინა. მანამ, სანამ რიგ ქვეყნებში დრონის მეშვეობით მრავალი ადგილის გადაღება აიკრძალებოდა, ჩაპლს ნებისმიერი ხედის გადაღების საშუალება ჰქონდა.
ამჟამად, ჩაპლის მიერ გადაღებულ ტერიტორიებზე კვადროკოპტერების გამოყენება აკრძალულია.
“როცა დრონით სარგებლობის 18-თვიანი ფანჯარა მქონდა, სურვილისამებრ ყველაფერს ვიღებდი და ადამიანები ჩემი ნამუშევრებით აღფრთოვანებულნი იყვნენ. მოხარული ვარ, რომ ის დრო გამოვიყენე”, – განაცხადა ფოტოგრაფმა.
[print_gllr id=50303]