რეგიონისაქართველოსიახლეები

“მატროსოვის ციხე” უქმდება

თბილისში მდებარე ე.წ. მატროსოვის ციხე უქმდება. როგორც სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაშია ნათქვამია, მიზეზი შენობის მდგომარეობაა, რომელიც მოძველებულია. შესაბამისი ბრძანება, მატროსოვის ციხის გაუქმების და პატიმრების რუსთავში გადაყვანის შესახებ, იუსტიციის მინისტრმა 2020 წლის 27 მარტს გამოსცა.

“დაწესებულებაში მყოფი ყველა ბრალდებულ/მსჯავრდებული გადავიდა ქალაქ რუსთავში, N12 და N16 პენიტენციური დაწესებულებების ტერიტორიაზე, ერთ-ერთ კორპუსში, რომელსაც, ამ მიზნით, 2019 წლის შემოდგომიდან რეაბილიტაცია ჩაუტარდა, არის კეთილმოწყობილი, უსაფრთხო და სრულად შეესაბამება თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებს. 1 მაისიდან, ლიკვიდირებული N9 დაწესებულება N12 დაწესებულებას შეურთდება” – აცხადებს სპეციალური პენიტენციური სამსახური.

მსგავსი პოსტები

Back to top button