მაუწყებლის კანდიდატთა შერჩევის პროცესი დაიწყო

დღეს, გიორგი ბარათაშვილი, საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი, ოფიციალურად გადადგა. მან უკვე მიმართა საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრებს.

დაახლოებით 1 თვეზე მეტია საჭირო ახალი დირექტორს გამოსავლენად –  ამის შესახებ “მოამბესთან” საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.

მედიაში და სოციალურ ქსელებში უკვე აქტიურად განიხილებიან დირექტორიბის მომავალი კანდიდატები: კოკა ყანდიაშვილი, ვასილ მაღლაფერიძე, გოგა ხაინდრავა, სერგი გვარჯალაძე და ნინო ზაუტაშვილი.

რადიო “თბილისთან” გავრცელებული ინფორმაცია კონკურსში მონაწლეობის თაობაზე უარყო გიორგი ფოფხაძემ, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბრიუსელის კორესპონდენტმა.

კონკურსში მონაწილეობა უკვე გადაწყვეტილი აქვს მაუწყებლის ცნობილ ტელესახეს ნინო ზაუტაშვილს, დირექტორობის დანარჩენი მსურველები კი ფიქრობენ.

კონკურსზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენას არ გამორიცხავს სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის დამფუძნებელი რამაზ სამხარაძეც, მან აღნიშნა რომ თუ კონკურსი ობიექტური იქნება განაცხადს შეიტანს.

მოუსმინეთ გიორგი ბარათაშვილისა და გრიგოლ გოგელიას ხმებს, რომელიც მოამბემ გაავრცელა.

 

 

 

მსგავსი პოსტები

Back to top button