თბილისში 16 წლის გოგოს გვამი იპოვეს

თბილისში, შარტავას ქუჩაზე 16 წლის გოგოს გვამი იპოვეს.  გარდაცვლილის დამ სამშენებლო ტერიტორიაზე შეშვება მოითხოვა.

ტერიტორიის დათვალიერების შემდეგ კი გვამი მშენებარე კორპუსის უკან არსებულ ორმოში აღმოაჩინა. ადგილობრივების თქმით, ადგილზე რამდენიმე ახალგაზრდა იყო შეკრებილი, რის გამოც დაცვამ მათ ტერიტორიის დატოვებისაკენ მოუწოდა.

როგორც შსს-ში განაცხადეს, საქმე 115-ე მუხლითაა აღძრული, რაც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 

მსგავსი პოსტები

Back to top button