მაუწყებლობა შეწყვიტა “მარაომ” და “კომედი არხმა”

ტელეკომპანია “რუსთავი 2” საპროტესტო რეჟიმში მუშაობს. არხს მაუწყებლობა შეწყვეტილი აქვს და აქციისთვის ემზადება.

მაუწყებლობა შეწყვიტეს “მარაომ” და “კომედი არხმაც”, საპროტესტო რეჟიმში მუშაობს ტელეკომპანიის ვებგვერდიც.

ამის შესახებ განცხადება ღამით პირდაპირ ეთერში “რუსთავი 2-ის” გენერალური დირექტორის მოადგილე ზაალ უდუმაშვილმა გააკეთა, რომელმაც განმარტა, რომ პროტესტის ამ ფორმის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება ადვილი არ იყო, თუმცა ამ ეტაპზე არხს სხვა არჩევანი არ დარჩა.

მსგავსი პოსტები

Back to top button