როგორია დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა [აუდიო]

“დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა გამოკვლევების ჩასატარებლად და მკურნალობის გასაგრძელებლად კლინიკაში რჩება”, – ამის შესახებ გულის ცენტრის სამედიცინო დირექტორმა ზაზა ლაზარაშვილმა განაცხადა.

დეკანოზი გიორგი მამალაძე ე.წ. მატროსოვის ციხიდან ჩაფიძის გულის ცენტრში გადაიყვანეს. დეკანოზი ლინიკაში გონების დაკარგვის დიაგნოზით შეიყვანეს.

საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებითაა დაკავებული. პროკურატურის ცნობით, დეკანოზი ერთ-ერთი პირის ციანიდით მოწამვლას აპირებდა. პროკურატურა არ აკონკრეტებს, ვის მკვლელობას ამზადებდა ის. დეკანოზი გიორგი მამალაძე წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button