მდედრმა ზვიგენმა შთამომავლობა მამრის გარეშე მოავლინა [Photo/video]

ლეოპარდისებრმა ზვიგენმა, რომელიც ავსტრალიის ქალაქ თაუნსვილის აკვარიუმში ბინადრობს, მამრთან სქესობრივი კავშირის გარეშე ქვეყანას 3 ნაშიერი მოავლინა, – იუწყება The Daily Mail.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, ზვიგენმა 41 კვერცხის კაფსულა დადო, მაგრამ შთამომავლობა მხოლოდ სამისგან გამოიჩეკა. აღსანიშნავია, რომ ზვიგენები ასეთი გზით ძალიან იშვიათად მრავლდებიან. ამავე დროს სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ მოცემული შემთხვევა პირველად არ დაფიქსირებულა.
ეგრეთწოდებული პართენოგენეზი გამრავლების ერთ-ერთი ფორმაა, რომელიც გაუნაყოფიერებელი კვერცხუჯრედიდან ცხოველის განვითარებაში მდგომარეობს. ბიოლოგებმა დაადგინეს, რომ ლეოპარდისებრი ზვიგენის მდედრს შთამომავლობის მიცემა მამრის ქრომოსომების გარეშეც შეუძლია.
ფლორიდის უნივერსიტეტის ოკეანოლიგი ჯორჯ ბერჯესი გამრავლების ამგვარ გზას ევოლუციურ უპირატესობად მიიჩნევს. თუმცა პართენოგენეზს უარყოფითი მხარეებიც გააჩნია. მკვლევარები აღნიშნავენ, რომ ამ გზით გაჩენილი ზვიგენები გარემო პირობებთან ნაკლებად შეგუებულნი იბადებიან, ამასთანავე, პართენოგენეზის შედეგად 99% შემთხვევაში მდედრები ჩნდებიან.
[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”37909″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]