14 წლის არასრულწლოვანის იძულებით ქორწინებაზე შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ მამა-შვილს პატიმრობა შეეფარდა

14 წლის აითაჯ შახმაროვას იძულებით ქორწინებაზე შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ მამა-შვილს, პატიმრობა შეეფარდა.
განჩინება აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის გამოყენების შესახებ, თელავის რაიონულ სასამართლოში ცოტა ხნის წინ გამოცხადდა.
ბრალდების მხარე, ბრალდებულებისათვის პატიმრობის შეფარდებას ოთხოვდა და საფუძვლად, მიმალვის საფრთხესა და ოჯახის უცხოეთთან კავშირს ასახელებდა.
გამოძიების განმარტებით, ორივე პირისათვის დანაშაულის შესახებ ცნობილი იყო, მეტიც უკანონოდ თავისუფლება აღკვეთილი. აითაჯ შახმაროვა მათ ოჯახში იმყოფებოდა, თუმცა, მათ პოლიციას არ შეატყობინეს.
ბრალდებულების ადვოკატი, დაცვის ქვეშ მყოფი პირებისათვის 5000 ლარიანი გირაოს, დამატებით, საგამოძიებო ორგანოებში გამოცხადების ვალდებულების დაკისრებას და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ჩამორთმევას ითხოვდა.
ადვოკატი შესაძლებლად თვლიდა, გირაოს თანხის გაზრდასაც.
საკუთარ პოზიციას უფლებადამცველი ასაბუთებდა იმით, რომ ბრალდებულები აღიარებენ დანაშაულს და თანამშრომლობენ გამოძიებასთან.
სასმართლომ ბრალდების მხარის შუდგომლობა სრულად გაიზიარა და ორივე დაკავებულს, ბაქირ ალიევსა და ახრიმან ასლანოვს პატიმრობა შეუფარდა.
საქმეზე წინასასამართლო სხდომა 5 დეკემბერს ჩაინიშნა.
შეგახსენებთ, 14 წლის გოგონას მკვლელობის საქმეზე დაკავებულია თავად მკვლელობის ჩამდენი პირი, რომელმაც გოგონა მოიტაცა, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა და ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა სისხლის სამართლის პასუხისგებაში არიან მიცემული, გარდაცვლილის დედა და ბიძა.
მკვლელობა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში 6 ოქტომბერს მოხდა