მძიმე ავადმყოფი ბავშვის ოჯახი სერგეენკოსთან შეხვედრას ითხოვს
იაშვილის კლინიკაში მოთავსებული 6 წლის ბავშვის ოჯახის წევრები მოზარდისთვის სწორი დიაგნოზის დადგენას და ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ. საბა კიწმარიშვილის ახლობლები ჯანდაცვის სამინისტროს არასწორი ინფორმაციის გავრცელებაშიც ადანაშაულებენ და არ ადასტურებენ უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს, მათ ბავშვის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით უწყებისთვის არ მიუმართავთ.
ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის უმძიმესია. ის ბათუმიდან თბილისში გადმოიყვანეს და ამ დრომდე მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მას 4 სხვადასხვა დიაგნოზი დაუდგინდა, თუმცა საბოლოო პასუხი ექიმებს მაინც არ აქვთ.
პაციენტის ბიძა, გიორგი საფარაძე ამბობს, რომ ოჯახი ჯანდაცვის მინისტრთან დალაპარაკებას ეცდება.
მოისმინეთ გიორგი საფარაძის ხმა.
იაშვილის კლინიკაში მოთავსებული 6 წლის ბავშვის ჯანმრთლობის მდგომარეობით სახალხო დამცველი დაინტერესდა. ომბუდსმენის წარმომადგენელი დღის ბოლოს საავადმყოფოში იმყოფებოდა. ის შეხვდა ბავშვის ახლობლებს და ტელეფონით გაესაუბრა პერსონალს, რომელმაც შეატყობინა, რომ ამ ეტაპზე ხელმძღვანელობა და კომპეტენტური პირები, დასვენების დღის გამო, კლინიკაში არ იმყოფებიან.
მოისმინეთ სახალხო დამცველის წარმომადგენლის, მანანა მარტაშვილის კომენტარი, რომელიც მან რუსთავი2-თან გააკეთა.