მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

მძიმე ბრძოლები ახლო აღმოსავლეთში კვლავ გრძელდება-არიან დაღუპულები და დაშავებულები

სულ მცირე 68 ადამიანი ემსხვერპლა ისრაელის საჰაერო დარტყმას ცენტრალურ ღაზაზე – აცხადებენ ჯანდაცვის სფეროს მესვეურები.

სააგენტო “ასოშიეიტედ პრესის” ჟურნალისტები შეესწრნენ სცენებს, როგორ გამოჰქონდათ პალესტინელებს დაღუპულთა ცხედრები, მათ შორის ჩვილი ბავშვის ცხედარი ერთ-ერთი საავამყოფოდან და გამოჰყავდათ დაჭრილები მაღაზის ლტოლვილთა ბანაკიდან. სისხლით დასვრილი ერთ-ერთი ახალგაზრდა გოგონა შოკის მდგომარეობაში იყო, როცა მის სხეულს მოტეხილობების აღმოსაჩენად ამოწმებდნენ.

საავადმყოფოს წინასწარი მონაცემებით, 68 დაღუპულს შორის სულ მცირე შვიდი ბავშვი და 12 ქალია.

ისრაელის არმიის რიგებში შაბათ-კვირას განცდილი დანაკარგი გაუტოლდა 15 სამხედროს.

ამასთან შაბათს და კვირას ღაზის სექტორში ისრაელის თავდაცვის არმიის (ცაჰალი) 14 ჯარისკაცი დაიღუპა. ეს არის ისრაელის ყველაზე მძიმე დანაკარგები ჰამასის (რომელიც შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირში აღიარებულია, როგორც ტერორისტული დაჯგუფება) წინააღმდეგ დაწყებული სახმელეთო ოპერაციის დროს.

ოფიციალური მონაცემებით, ღაზაში ოპერაციის დაწყებიდან დღემდე 153 ჯარისკაცია დაღუპული. ეს უფრო მეტია, ვიდრე 2006 წელს ლიბანის ომის დროს. საერთო ჯამში, 7 ოქტომბერს სამხრეთ ისრაელზე ჰამასის თავდასხმის შემდეგ 486 ისრაელელი ჯარისკაცი დაიღუპა.

როგორც Associated Press-ი აღნიშნავს, ისრაელის ჯარისკაცებს შორის დიდი დანაკარგები შეიძლება იმაზე მიუთითებდეს, რომ შეტევითი ოპერაციის მიუხედავად, ჯიჰადისტები კვლავაც უწევენ წინააღმდეგობას ისრაელის არმიას.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ღაზაში ომი ძალიან მძიმე ფასის გადახდას ითხოვს, მაგრამ ისრაელს სხვა არჩევანი არ აქვს, „გარდა იმისა, რომ გავაგრძელოთ ბრძოლა”.

ომი ახლო აღმოსავლ;ეთში გრძელდება. ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის (CPJ) განცხადებით, ისრაელი-ჰამასის კონფლიქტის გაშუქებისას სულ მცირე 69 ჟურნალისტი დაიღუპა.

მსხვერპლს შორის 62 პალესტინელი, 4 ისრაელელი და 3 ლიბანელი ჟურნალისტია. გავრცელებეული ინფორმაციით, დაშავებულია 15 ჟურნალისტი, 3 დაკარგულად მიიჩნევა, 20 კი დაკავებულია.

ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარების გამო, შობის დღესასწაულის აღნიშვნა ბეთლემში ფაქტობრივად გაუქმდა.

მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ქალაქ ჯენინში, სადაც ისრაელის ძალები, პალესტინის ტერორისტულ ჯგუფებს, რეიდების განხორციელებისას არაერთხელ დაუპირისპირდნენ.

ისრაელის თავდაცვის ძალებმა, “ჰამასის” მებრძოლთა გვირაბის კადრები გაავრცელა, სადაც ებრაელი ტყვეების 5 ცხედარი აღმოაჩინეს. მათივე ინფორმაციით, აღმოჩენილია გვირაბების 2 ქსელი და ლიფტი, რომელიც 10 მეტრის სიღრმეზე, სამეთაურო ცენტრამდე ჩადიოდა.

ისრაელის პრემიერ-მინისტრი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ “ჰამასის” წინააღმდეგ საბრძოლო ოპერაციები ღაზაში გამარჯვებამდე გაგრძელდება. ეს კომენტარი, ბენიამინ ნეთანიაჰუმ, აშშ-ის პრეზიდენტთან საუბრის შემდეგ გაავრცელა.

ოფიციალური ინფორმაციით, ჯო ბაიდენმა ნეთანიაჰუს მოუწოდა დაიცვას მშვიდობიანი მოსახლეობა, თუმცა ცეცხლის შეწყვეტის მოწოდება არ ყოფილა.

7 ოქტომბერს ისრაელზე ჰამასის თავდასხმას 1200-ზე მეტი ისრაელელი ემსხვერპლა, მათი დიდი უმრავლესობა მშვიდობიანი მოქალაქე იყო. მძევლად აიყვანეს 240 ადამიანი.

ჰამასის მიერ მართული ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ისრაელის მხრიდან წარმოებულ საპასუხო ომს ღაზის სექტორში ემსხვერპლა 20 ათასამდე ადამიანი, ძირითადად ქალები და ბავშვები.

გაეროს საკვებისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) „ღრმა შეშფოთებას“ გამოხატავს ღაზის სექტორში საკვებთან დაკავშირებული უმძიმესი მდგომარეობის გამო.
საკვების უსაფრთხოების ფაზების დამდგენი ორგანიზაციის (IPC) მიერ მომზადებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ ღაზაში 2 მილიონზე მეტ ადამიანს შიმშილი ემუქრება.
FAO აცხადებს, რომ სასურსათო უსაფრთხოების მისაღწევად აუცილებელია ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა.

შეგახსენებთ 7 ოქტომბერს ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.

გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია “ალ-აკსას წარღვნა” უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.

ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს – მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და “საომარი მდგომარეობის” შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს.

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა – მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.

მსგავსი პოსტები

Back to top button