მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

მძიმე დანაკარგების მიუხედავად ოკუპანტები უკრაინის ტერიტორიებს მაინც უტევენ

უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბური ინტერვენციის დაწყებიდან 346-ე დღეა

რუსული ძალები შეტევას ოთხი მიმართულებით ახორციელებენ და მძიმე დანაკარგებს განიცდიან, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული. უკრაინულმა თავდაცვის ძალებმა კი რუსეთის თავდასხმები 9 დასახლებულ პუნქტში მოიგერიეს.

„მტერი აგრძელებს შეტევით ოპერაციებს ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკასა და ნოვოპავლოვსკის მიმართულებებით, განიცდის მძიმე დანაკარგებს”, – აცხადებენ გენშტაბში.

გენშტაბის დღევანდელ შეჯამებაში ნათქვამია, რომ გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთის ძალებმა 20 საავიაციო და სამი სარაკეტო დარტყმა განახორციელეს, კერძოდ, ხარკოვისა და მიკოლაევის ოლქების სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, არის მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში; ასევე 90-ჯერ გახსნეს ცეცხლი ზალპური ცეცხლის რაქტიული სისტემებიდან.

გენშტაბის ინფორმაციითვე, გასული დღის განმავლობაში თავდაცვის ძალების ნაწილებმა ოკუპანტების თავდასხმები მოიგერიეს ლუგანსკის ოლქის გრეკივკას, ნევსკეს, კრემინას და დიბროვას დასახლებებში, ასევე, დონეცკის ოლქის ვერხნიოკამიანსკეს, კრასნა გორას, პარასკოვიევკას, ბახმუტსა და ივანოვსკეს რაიონებში.
„უკრაინის თავდაცვის ძალებმა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მოიგერიეს ოკუპანტების თავდასხმები ლუგანსკის ოლქის გრეკოვკას, ნევსკოეს, კრემენნაიასა და დუბრავას დასახლებებზე და დონეცკის ოლქის ვერხნეკამენსკოეს, კრასნაია გორას, პრასკოვეევკას, ბახმუტისა და ივანოვსკოეს დასახლებებზე“, – აცხადებენ გენშტაბში.

ოკუპანტებმა ხარკოვისა და მიკოლაევის რეგიონების სამოქალაქო ინფრასტრუქტურა დაბომბეს. თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა.
თავის მხრივ, უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსების ძალების კონცენტრაციის 10 რაიონზე მიიტანეს იერიში, გაანადგურეს მოწინააღმდეგის ოთხი უპილოტო საფრენი აპარატი.

მსგავსი პოსტები

Back to top button