თელავის სკოლები მძიმე კოვიდვითარების გამო კვლავ ონლაინ რეჟიმში რჩება

მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, სკოლებში პედაგოგების ნაკლებობაა.
ამის გამო, თელავის საჯარო სკოლებს ონლაინ-სწავლების ვადა, კიდევ ერთი კვირით გაუგრძელეს.
თელავის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, მაია ჯღუთაშვილის განმარტებით, კორონავირუსი იზოლაციაში გადასულ კონტაქტებსაც უდასტყრდებათ, რამაც სწავლის ონლაინ-რეჟიმში გაგრძელების აუცილებლობა წარმოშვა.
“თელავის რამდენიმე სკოლა, კვლავ ონლაინ-რეჟიმში დარჩება, რადგან ვირუსი უდასტურდებათ ინფიცირებულებიო კონტაქტებსაც. რთული მდგომარეობაა რამდენიმე სოფლის, მაგალითად, ნაფარეულის მხარეს. ამიტომ ამ გადაწყვეტილებით, ვცდილობთ სასწავლო პროცესიც შევინარჩუნოთ და გადადებაც შევამციროთ. კარგა ხნის იზოლაციის შემდეგ, სწავლა განაახლა თელავის მეორე საჯარო სკოლამ. ვნახოთ, რა მდგომარეობა იქნება”– განაცხადა ჯღუთაშვილმა.
ვირუსის სწრაფი გავრცელების გამო, სააღმზრდელო პროცესის დაწყებიდან ერთ კვირაში დაიკეტა 15 საბავშვო ბაღი, ხოლო, 31 იანვარს, ბაღებში პროცესი სრულად, 1 მარტამდე შეჩერდა.
ბოლო ერთი კვირაა, რეგიონში კორონავირუსი გავრცელების რეკორდებს ხსნის და შემთხვევების ყოველდღიური რაოდენობა ათასს აჭარბებს.