მსოფლიოსიახლეებისპორტი

მძლეოსანთა 2020 წლის ევროპის ჩემპიონატი გაუქმებულია

კორონავირუსის პანდემიის გამო, ევროპის მძლეოსნობის ფედერაციამ მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის გაუქმების შესახებ. ეს შეჯიბრება 26-30 აგვისტოს პარიზში უნდა გამართულიყო.

„ჩვენ ყველა შესაძლო ვარიანტი განვიხილეთ. იმედი გვქონდა, რომ სიტუაცია სწრაფად შეიცვლებოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ასე არ მოხდა,“ – განაცხადა ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ, ჟან გრასიამ.

უფრო ადრე, ტოკიოს ოლიმპიური თამაშების გადავადების გამო, 2022 წლისთვის გადაიდო მძლეოსანთა მსოფლიოს ჩემპიონატი, რომლისთვისაც 2021 წელს იუჯინს (აშშ) უნდა ემასპინძლა.

მსგავსი პოსტები

Back to top button