მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

მე პუტინისთვის ნომერ პირველი მტერი ვარ-ზელენსკი

მე პუტინისთვის ნომერ პირველი მტერი ვარ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, გერმანულ გამოცემა Die Zeit ინტერვიუში განაცხადა.

ზელენსკის არ სჯერა, რომ პუტინი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს. “ეს ბლეფია. ერთია, იყო მკვლელი, მეორეა, იყო თვითმკვლელი,” – განაცხადა მან.

უკრაინის პრეზიდენტი ელოდება კონკრეტულ ნაბიჯებს დასავლეთისგან. ” დაწესებული სანქციები, რომ საკმარისი ყოფილიყო, თავდასხმა უკვე შეწყვეტილი იქნებოდა, თუ ეს ახლა არ მოხდა, მაშინ მოგიწევთ კიდევ უფრო მეტის გაკეთება ბალტიისპირეთის ქვეყნების, პოლონეთის, მოლდოვას, საქართველოს და რუსეთის სხვა მეზობლების შეჭრისგან დასაცავად,”- აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა 1994 წელს გაფორმებულ ბუდაპეშტის მემორანდუმზეც და თქვა, რომ რუსეთმა უსაფრთხოების გარანტია მისცა უკრაინას და ახლა თავად ცდილობს უკრაინის განადგურებას.

“მე პუტინისთვის ნომერ პირველი მტერი ვარ. რუსეთში ხედავენ სახელმწიფოს მეთაურს, პოლიტიკოსებს, ეკონომიკურ მაგნატებს. მათ იმედი აქვთ, რომ ყველას იყიდიან ან დააშინებენ, აი, ჩემს შესახებ კი ზუსტად იციან – არ გამოუვათ. ამიტომაც არის მუქარა. ყველაფერი მარტივადაა – კრემლში არ ეგონათ, რომ ყველა უკრაინელი დაიცავდა ქვეყანას.

პუტინის ხალხი არ იცნობს უკრაინას. უკრაინა ისეთია, როდესაც შენთან უკრაინაა, შენ უსაფრთხოდ გრძნობ თავს. ეს არის წესი, რომელიც დასავლეთშიც ბევრმა უნდა ისწავლოს. ერთია, იყო მკვლელი, მეორეა, იყო თვითმკვლელი. ბირთვული იარაღის ნებისმიერი გამოყენება ნიშნავს დასასრულს არა მხოლოდ იმ ადამიანისთვის, ვინც მას გამოიყენებს, არამედ ყველაფრისთვის, რაც შეიძლება ამ ადამიანის ცხოვრებაში ძვირფასი იყოს. რუსეთის დასჯა უკრაინაში შეჭრისთვის და ჩვენი ტერიტორიების გათავისუფლება – ეს ნამდვილად იქნება საერთშორისო სამართლის ძალის აღდგენა. დასავლეთს ეს შეუძლია.

თუ სანქციებზე ვსაუბრობთ, მაშინ პირველ რიგში მათ უნდა შეაჩერონ ნავთობპროდუქტების და გაზის ექსპორტი. რუსული გემებისთვის მსოფლიოს ნავსადგურები უნდა დაიხუროს. ტვირთის გადამზიდავებმა უნდა შეწყვიტონ საქონლის გაგზავნა და მიღება რუსეთში ან რუსეთიდან. ყველა რუსული ბანკი უნდა გამოირიცხოს SWIFT სისტემიდან, გამონაკლისის გარდა. ეს არის კონკრეტული რამ, რაც შეიძლება გაკეთდეს. თუ ეს ახლა არ მოხდა, მაშინ მოგიწევთ კიდევ უფრო მეტის გაკეთება ბალტიისპირეთის ქვეყნების, პოლონეთის, მოლდოვას, საქართველოს და რუსეთის სხვა მეზობლების შეჭრისგან დასაცავად,”- განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ის, რაც ახლა უკრაინაში ხდება, არის “თავხედური ტერორი გამოცდილი ტერორისტების მხრიდან.”

“ეს მსოფლიომ უნდა იცოდეს, ჩვენ ყველას საქმე გვაქვს ტერორისტულ სახელმწიფოსთან,” – აღნიშნა ზელენსკიმ.

პრეზიდენტი ასევე გამოეხმაურა რუსულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას უკრაინაში ქიმიური იარაღის სავარაუდო გამოყენებასთან დაკავშირებით.

“ჩვენ ადეკვატური ხალხი ვართ. მე ვარ ადეკვატური ქვეყნის, ხალხის პრეზიდენტი, ორი შვილის მამა და ჩემს მიწაზე ქიმიურ ან სხვა სახის მასობრივი განადგურების იარაღს არავინ ქმნის,” – აღნიშნა ზელენსკიმ.

მსგავსი პოსტები

Back to top button