მედვედევი: პრაგმატული პოლიტიკის გამო დართო ნება კრემლმა საქართველოს უვიზო მიმოსვლის აღდგენაზე
მორიგი ქება "ქართულ ოცნებას" რუსეთიდან

რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებით, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება პრაგმატიზმით გამოირჩევა.
მორიგი ქება “ქართულ ოცნებას” რუსეთიდან. დიმიტრი მედვედევი საქართველოს ხელისფლებას აქებს და პრაგმატული პოლიტიკის გამო “ოცნებას” კომპლიმენტს ეუნება. “რაშა თუდეისთან” ინტერვიუში მედვედევმა ისაუბრა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების გაუჯობესებაზე და დაადასტურა, რომ სწორედ ამ პრაგმატული პოლიტიკის გამო დართო ნება კრემლმა საქართველსო უვიზო მიმოსვლის აღდგენაზე.
„პოლიტიკაში ყველაფერი ხდება, ამიტომ პრაგმატიზმი ძალიან მნიშვნელოვანია. ყველას აქვს ემოციები, მაგრამ გადაწყვეტილებების მიღების დროს ემოციები გვერდზე უნდა გადაიდოს. აი, დღევანდელი საქართველოს გენერაცია პრაგმატიზმით გამოირჩევა, ეს არ შეიძლება არ აღენიშნოს. ამიტომ მათთან ვითარდება ურთიერთობები, ამიტომაც დავრთეთ ნება უვიზო მიმოსვლაზე, ამიტომ თვითმფრინავებმა დაიწყეს ფრენა“, – რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ.
მისივე თქმით, საქართველოში ჯერ კიდევ დარჩა „თავგასული, შეშლილი, უცნაური ადამიანები“, მაგრამ მათი გავლება პოლიტიკაზე მინიმალურია.
უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ საქართველოს ხელისუფელბის ქების პარალელურად გააკრიტიკა სალომე ზურაბიშვილი. მედვედევი აცხადებს, რომ საქრათველოს პრეზიდენტი ქვეყნის ეკომონიკიურ განვითრებას ხელს უშლის.
„აი, საქართველოს დღევანდელი პრეზიდენტი – მე არ ვიცი, საუბრობს ის ქართულად თუ არა, ის ფრანგია, რომელიც კატეგორიულად გამოდის თავისი ქვეყნის ეკონომიკის განვითარების წინააღმდეგ. მაგრამ ახლა ისეთი პოლიტიკოსები პირველ როლს ვერ თამაშობენ. დღევანდელი პრეზიდენტის როლი, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკაა, მინიმალურია. ვიმედოვნებ, რომ საქართველოს ხელისუფლებას ეყოფა პრაგმატიზმი აღიაროს რეალიები, მათ შორის სამხრეთ ოსეთის არსებობა და დაალაგონ მათთან ურთიერთობები“, – დასძინა მან.
“საქართველოს დღევანდელი პრეზიდენტი ფრანგია… ის კატეგორიულად გამოდის ქვეყნის ეკონომიკის განვითარების წინააღმდეგ”, – ამის შესახებ რუსეთის უსაფრთხოები საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი საუბრობს. მის კომენტარს გამოცემა RT ავრცელებს.
რუსეთსა და საქართველოს ქალაქებს შორის კვირაში 284 ფრენა შესრულდება
ქართული ავიახაზი Georgian Airways რუსეთის მიმართულებით ფრენებს აღადგენს