მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

მედვედევმა საქართველოს პრეზიდენტს ,, ვადაგასული ,, უწოდა

რაც საქართველოში ხდება, მისი საშინაო საქმეა და რუსეთი არ აპირებს ამ პროცესებში ჩარევას

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი თვლის, რომ საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუციის მცდელობაა- ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი „ტელეგრამ“ არხზე წერს.

“ქუჩაში ხალხის ნაწილი ყვირის, ანგრევს და ცეცხლს უკიდებს, მეორე ნაწილი კი დუმს. საქართველოს ვადაგასულმა პრეზიდენტმა” ზბიგნევ ბჟეზინსკის გულმოდგინე ფრანგმა სტუდენტმა, გიჟმა დეიდა სალომემ განაცხადა, რომ სკამს არ დატოვებს, რადგან არჩევნებს არ აღიარებს”, – წერს მედვედევი.

ამასთან, მედვედევის განცხადებით, ყველა წინაპირობა არსებობს იმისათვის, რომ საქართველო კიდევ ერთხელ ჩავარდეს სამოქალაქო დაპირისპირების უფსკრულში. მისივე თქმით, ქვეყანა უკრაინის მსგავს გზაზე მიდის, რაც “ჩვეულებრივ, ძალიან ცუდად მთავრდება”.

“ზოგადად, ყველა წინაპირობა არსებობს იმისათვის, რომ საქართველო კიდევ ერთხელ ჩავარდეს სამოქალაქო დაპირისპირების უფსკრულში – აიძულებენ არჩევანი გააკეთოს ერთი მხრივ გარყნილ ევროკავშირსა და NATO-ს შორის და მეორე მხრივ, საქართველოს უძველეს მიწას შორის. მოკლედ რომ ვთქვათ, მეზობლები სწრაფად მიდიან უკრაინის გზაზე, ბნელი უფსკრულისკენ. ჩვეულებრივ, ეს ძალიან ცუდად მთავრდება”, – განაცხადა მედვედევმა.

რაც საქართველოში ხდება, მისი საშინაო საქმეა და რუსეთი არ აპირებს ამ პროცესებში ჩარევას, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„ყველაფერი, რაც საქართველოში ხდება, საქართველოს შიდა საქმეა, ჩვენ არ ჩავრეულვართ და არც ჩავერევით ამ პროცესებში“, – განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.

მისი მტკიცებით, საქართველოში ადგილი აქვს სიტუაციის შერყევის მცდელობას და ხელისუფლება ატარებს ზომებს მის დასასტაბილურებლად.

„რა თქმა უნდა, სახეზეა სიტუაციის შერყევის მცდელობა. საქართველოს ხელისუფლება იღებს ზომებს სიტუაციის სტაბილიზაციისთვის, სიმშვიდის დასაბრუნებლად“, – განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button