მნიშვნელოვანისიახლეები

მეგობრულ აქტს “ქართული ოცნების,, წევრმა-,,მტრული, სისულელე და აბსურდი” უწოდა

მეგობარ აქტს ოპოზიციაც ეხმაინება

არასამთავრობო ორგანიზაციები დღეს მარშს გამართავენ. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, შეკრების მიზანი ამერიკის კონგრესში წარდგენილი “მეგობარი აქტის” მხარდაჭერაა. “ენჯეოების” მიერ დაორგანიზებულ აქციას ოპოზიციის ნაწილით უერთდება.
მმართველი პარტიისთვის მორიგი შეკრება მესამე სექტორის მიზნების ლუსტრაციაა.
“ქართული ოცნება” დარწმუნებულია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები გარე ძალების მითითებებით მოქმედებენ.
“მდიდარი “ენჯეოები” და რადიკალური ოპოზიციური პარტიები ფუთავდნენ ამ აქციებს, თითქოს ეს იყო თვითორგანიზებული. როგორ იყო ეს თვითორგანიზებული, როდესაც სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩხრეკები ჩატარდა მთელი პიროტექნიკა, მოლოტოვის კოქტეილები, აალებადი სითხეები და ა.შ. ყველაფერი ამოღებული იქნა რადიკალური ოპოზიციური პარტიების ოფისებიდან. ახლა პირდაპირ ლუსტრირებას ახდენენ, უკვე ვეღარც ფუთავენ ამას, როგორც თვითორგანიზებულს და პირდაპირ სათავეში უდგებიან, ვინაიდან ხედავენ, რომ ეს რაღაც შეფუთული თვითორგანიზება მილევად რეჟიმშია და დღეში მაქსიმუმ 400-500 კაცი თუ გამოდის. აქედან გამომდინარე კვლავ მოუწიათ ისევ თვითონ გამოჩნდნენ, იქნებ მეტი ადამიანი შეკრიბონ. რა მეგობრულ აქტზეა საუბარი, ეს არის მტრული აქტი, სისულელეებით და აბსურდებით გაჟღენთილი. ამას ჩვენ მიჩვეულები ვართ. კი ბატონო, გააგრძელონ ასეთ ფარსში და აბსურდში ცხოვრება. მათივე ამომრჩევლის ძალიან დიდი ნაწილი უკვე დაღლილია ამდენი ტყუილით და სისულელით,”- აცხადებს პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი.

“უდაბნოს გლახებად გადაიქცნენ ესენი. აგონიაში მყოფი ძალების უკანასკნელი გაბრძოლებაა, რომ როგორღაც კიდევ ერთხელ დაანახონ ხალხს, რომ აი თურმე მეგობარი აქტი მიიღეს. რას ნიშნავს მეგობარი აქტი? ნიშნავს იმას რომ ქვეყანა რყევებში გყავდეს, გამოიყვანო აგენტურული ძალები და ქვეყანა ასე აბულინგო? თავიანთი მფლობელები აკეთებენ ამას. მათ არ უნდათ, რომ ეს აგენტურული ძალები დაკარგონ, იმდენი ფული აქვთ დახარჯული აი ამ ე.წ. “ენჯეოებში” და ე.წ ფონდებში. ნანუკა ჟორჟოლიანის ფონდი ურიგებდა ბავშვებს ლობიანებს და ბავშვებისთვის დარიგებული ლობიანით იყო შეფუთული მთელი ეს უბედურება. აგენტურული საქმიანობისა და ქვეყნის ჩამოსაქცევად განკუთვნილი ფული. როგორც ყოველ ჯერზე, დღესაც, მათი შეკრება მარცხით იქნება დამთავრებული და ისინი თავიანთ მზიანს ვერასოდეს მიაღწევენ,”- აცხადებს პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი გიორგი სოსიაშვილი.

დღეს, 22 მარტს, 20:00 საათზე, თბილისში MEGOBARI აქტის მხარდამჭერი მარში გაიმართება

არასამთავრობო ორგანიზაციები დღეს მარშს გამართავენ. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, შეკრების მიზანი ამერიკის კონგრესში წარდგენილი “მეგობარი აქტის” მხარდაჭერაა. “ენჯეოების” მიერ დაორგანიზებულ აქციას ოპოზიციის ნაწილით უერთდება.
“პრეზიდენტმა ტრამპმა ურყევი მხარდაჭერა და გამოუცხადა სენატორ რიშს, რომელიც მეგობარი აქტის ინიციატორია სენატში. ყველა იმ საპროტესტო აქციაში მივიღებ მონაწილეობას, რომელიც გაცხადებული ინტერესების შესაბამისია,”- აცხადებს პარტიის ”გახარია საქართველოსთვის” წევრი თეონა აქუბარდია.
მმართველი პარტიისთვის კი, მორიგი შეკრება მესამე სექტორის მიზნების ლუსტრაციაა.

პრეზიდენტმა ტრამპმა მხარი დაუჭირა „მეგობარი აქტის“ მთავარ ავტორსა და სულის ჩამდგმელს, სენატორ ჯიმ რიშს – დღევანდელი აქცია ძალიან მნიშვნელოვანია, ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ უნდა დავანახოთ ყველა ჩვენს პარტნიორს, რომ ეს აქტი მიღებული უნდა იყოს,- ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრმა გრიგოლ გეგელიამ, საქართველოში „მეგობარი აქტის“ მხარდასაჭერ მარშთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, აქტი, რომელსაც ორპარტიული მხარდაჭერა აქვს, საქართველოს უნიკალურ შანსს სთავაზობს, ამიტომ, მნიშვნელოვანია ქართველმა ხალხმა კვლავ აქტის მიმართ საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს.
„მეგობარი აქტი“ ძალიან მნიშვნელოვანია, რომელსაც ორპარტიული მხარდაჭერა აქვს, რომელიც საქართველოს უნიკალურ შესაძლებლობას სთავაზობს, თუ კი საქართველო შეიცვლის პოლიტიკურ კურსს, ან გამოცვლის „ქართული ოცნების“ ირანულ-ჩინურ-რუსულ ბოროტმოქმედ რეჟიმს. მეორე მხრივ, თუ ეს არ მოხდება, ეს აქტი „ქართულ ოცნებას“ სანქციებს უწესებს.
ამიტომ ეს აქტი პოლიტიკურად ძალიან მნიშვნელოვანია და ვნახეთ, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა მხარი დაუჭირა, ამ აქტის მთავარ ავტორსა და სულისჩამდგმელს, სენატორ ჯიმ რიშს. ამიტომ, ბუნებრივია, დღევანდელი აქცია ძალიან მნიშვნელოვანია, ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ უნდა დავანახოთ, ყველა ჩვენს პარტნიორს, ამ შემთხვევაში აშშ-ს, რომ ჩვენ მოწადინებულები ვართ, რომ ეს აქტი მიღებული იყოს და ქვეყანა სამშვიდობოს გავიდეს“,- განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.
ასევე, გრიგოლ გეგელია თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციური პარტიების შესაძლო მონაწილეობის საკითხსაც გამოეხმაურა, მისი თქმით, ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციური პარტიების მონაწილეობა შეუძლებელია. გეგელიას მიაჩნია, რომ ამ საკითხის 7 თვით ადრე განხილვა, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის წისქვილზე ასხმას წყალს.
„ჩვენი პოზიცია კვლავ მკაფიოა, ამ საკითხის ნებისმიერ ფორმატში განხილვა არასწორია და წყალს ბიძინა ივანიშვილის წისქვილზე ასხმას. ერთადერთი საკითხი, რომელიც განიხილება შეხვედრებზე ეს ახალი საპარლამენტო არჩევნებია. ამ საკითხზე არ უნდა ვსაუბრობდეთ 7 თვით ადრე, ამ საკითხის „შემოგდება“ სუს-ის მიზანია. ამ ვითარებაში, როცა სახელმწიფო და არჩევნები მიტაცებულია, საგარეო პოლიტიკა კი შეცვლილი, შეუძლებელია თვითმმართველობის არჩევნებზე იყოს საუბარი“,- განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

მსგავსი პოსტები

Back to top button