მელ გიბსონი მეცხრედ გახდა მამა

ამერიკელ მსახიობსა და რეჟისორს, მელ გიბსონს მეცხრე შვილი შეეძინა. 61 წლის გიბსონს ბიჭი გაუჩინა მისმა რჩეულმა – 26 წლის როზალინდ როსმა, – გვაცნობებსPeople.

ახალშობილს ლარს ჯერარდ გიბსონი დაარქვეს.

მსახიობის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ დედა-შვილი თავს კარგად გრძნობს, ხოლო თავად გიბსონი კი ბედნიერებისგან მეცხრე ცაზე დაფრინავს.

გამოცემის ინფორნაციით, როზალინდ როსი მწერალია. იგი წარსულში მოჯირითე-აკრობატი იყო.

მსგავსი პოსტები

Back to top button