კულტურამოზაიკა

მელანია და დონალდ ტრამპები: სანტაკლაუსის კიდევ გჯერა? [ვიდეო]

25 დეკემბერს კათოლიკური ეკლესია, შობის დღესასწაულს აღნიშნავს. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ ტრადიციულად, თეთრ სახლში გამართულ წინასაახალწლო აქციაში მიიღეს მონაწილეობა.

შობის ღამეს მელანია და დონალდ ტრამპებმა ბავშვების ზარებს პასუხობდნენ.

„რამდენი წლის ხარ? სანტაკლაუსის კიდევ გჯერა?“ – ჰკითხა დონალდმა 7 წლის კოულმენს. ბიჭის პასუხი არ არის ცნობილი.

პრეზიდენტისგან განსხვავებით მელანიამ ბავშვებს სითბოთი და სიყვარულით ელაპარაკა და მათ ოცნებების ახდენაც უსურვა.

შობის დღესასწაულს დონალდ და მელანია ტრამპები ვაშინგტონის საკათედრო ტაძარში შეხვდნენ.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button