“მემარჯვენეები”, “გირჩი” და “ახალი საქართველო” ბლოკში გაერთიანდნენ

თბილისში ახალი საარჩევნო ბლოკის პრეზენტაცია გაიმართა. ვაშაძე-ჯაფარიძე-ახალი მემარჯვენეები მანდატებისთვის ერთად იბრძოლებენ.

გიორგი ვაშაძის თქმით, პოლიტიკური ბლოკი სამი პრინციპის გარშემო ერთიანდება: პიროვნული თავისუფლება, ეკონომიკური თავისუფლება და დასავლური არჩევანი.

„დღეს მთელი საქართველოს მასშტაბით უამრავი პრობლემაა, პრობლემებია უმუშევრობის კუთხით, გაჭირვებაა, უპერსპექტივობა, იმედგაცრუება, უუნარო ხელისუფლება კიდევ უფრო მეტ პრობლემას ქმნის, ხელისუფლებაში არიან ადამიანები, რომელთაც არ აქვთ ხედვა, გეგმა, არ იციან, რა უნდა გააკეთონ. ჩვენ ვქმნით ახალ პოლიტიკურ ბლოკს, რომელმაც სრულიად ახალი პერსპექტივა უნდა შესძინოს ქვეყანას, “- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მსგავსი პოსტები

Back to top button