მეოთხედი საუკუნე კოსმოსში

საკუთარი იუბილეს აღსანიშნავად, ტელესკოპ „ჰაბლმა“ ახალი სურათი გამოგზავნა.
ცეცხლოვანი ფოიერვერკის ცენტრში ვარსკვლავების ღია გროვაა დაფიქსირებული, სახელწოდებით Westerlund 2, რომელიც დედამიწიდან 20 000 სინათლის წლითაა დაშორებული.
ჰაბლი — 1990 წელს ორბიტაზე გატანილი კოსმოსური ტელესკოპი. ეს სახელი გამოჩენილი ამერიკელი ასტრონომის ედუინ ჰაბლის პატივსაცემად ეწოდა, რომელმაც აღმოაჩინა გარეგალაქტიკები და ე.წ. ჰაბლის კანონი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი გახდა სამყაროს გაფართოების ტემპის დადგენა.