პატიმრობაში მყოფ ჟურნალისტს პრესტიჟული პრემია მიენიჭა

აზერბაიჯანში დაპატიმრებულ გამომძიებელ ჟურნალისტს, ხადიჯა ისმაილოვას მიენიჭა პრესტიჟული ჯილდო, რომელიც ეძღვნება ცნობილი რუსი ჟურნალისტის, ანა პოლიტკოვსკაიას ხსოვნას.

ეს არის შვედეთის ეროვნული პრესკლუბის სიტყვის თავისუფლების პრემია. დაჯილდოვების ცერემონია სტოკჰოლმში გაიმართა.

“ხადიჯა ისმაილოვამ დიდი სიმამაცე გამოიჩინა აზერბაიჯანში უმაღლეს დონეზე კორუფციის გამოაშკარავებისას”, – ნათქვამია პრეს-კლუბის განცხადებაში.

ისმაილოვა 2014 წლის 5 დეკემბერს დააპატიმრეს მამაკაცის თვითმკვლელობამდე მიყვანის მცდელობაში ბრალდებით. თებერვალში მას ახალი ბრალდებები დაუმატეს. ისმაილოვა ყველა ბრალდებას უარყოფს და მათ პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.

მსგავსი პოსტები

Back to top button