მოზაიკამსოფლიო

მექსიკაში კანაფის მოხმარება ლეგალური ხდება

მექსიკის სენატმა კანაფის მოხმარების ლეგალიზების შესახებ კანონპროექტს მხარი დაუჭირა, – ამის შესახებ ინფორმაციას El Economista ავრცელებს.

დოკუმენტს ხმა 82-მა დეპუტატმა მისცა, 18 კი წინააღმდეგი იყო. იმ შემთხვევაში, თუ კანონპროექტს მხარს დეპუტატთა პალატაც დაუჭერს, 15 დეკემბრიდან მექსიკაში კანაფის მოხმარება ლეგალური გახდება.

კანონპროექტის მიხედვით, ქვეყნის მოქალაქეებს უფლება მიეცემათ პირადი მოხმარებისთვის 28 გრამი კანაფი იქონიონ და საკუთარ ეზოში 6-8 ბუჩქი კანაფი მოიყვანონ.

მსგავსი პოსტები

Back to top button