
ამერიკელი მუსიკოსი, მერილინ მენსონი HBO-ს პოპულარულ სერიალში The New Pope ითამაშებს. მის გარდა ერთ-ერთ როლზე მსახიობი შერონ სტოუნი დაამტკიცეს.
ჯერჯერობით უცნობია, ვის როლს შეასრულებს მუსიკოსი სატელევიზიო შოუში.
The New Pope პაოლო სორენტინოს სერიალის The Young Pope გაგრძელებაა. შოუს მეორე სეზონში მთავარ როლს მსახიობი ჯუდ ლოუ შეასრულებს.