მერილინ მონროს პორტრეტი 36 მილიონ დოლარად გაიყიდა [Photo/video]
ჰოლივუდელი მსახიობის, მერილინ მონროს პორტრეტი ნიუ-იორკში, Christie’s აუქციონზე, 36 მილიონ დოლარად გაიყიდა, – გვაცნობებს აუქციონის სახლის საიტი.
პორტრეტი “ოთხი მერილინი” ცნობილი ამერიკელი მხატვრ-ავანგარდისტის, ენდი უორჰოლის შექმნილია. სურათი აბრეშუმოგრაფიის ტექნიკის მეშვეობით, ყვითელ, იისფერ და ფირუზისფერ ტონებშია შესრულებული.
სულ აუქციონზე, რომლის სახელწოდებაა “ომისშემდგომი და თანამედროვე ხელოვნება”, 70 ლოტი გამოიფინა და 332 მილიონ დოლარად გაიყიდა.
[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”22827″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]