ვაკე-საბურთალოს სამმართველოს უფროსი დააკავეს
პროკურატურამ ადვოკატ გიორგი მდინარაძის ცემის ფაქტზე ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-5 განყოფილების უფროსი ლაშა კვირკვაია დააკავა.
პროკურატურა განცხადებას ავრცელებს, რომელშიც განმარტავს, რომ კვირკვაიას აყვანა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით მოხდა.
“ბრალდებულის სახით დაკავებულია ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-5 განყოფილების უფროსი ლაშა კვირკვაია. გამოძიების ფარგლებში უკვე დაკითხულია 18 მოწმე, მოხდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება.
პროკურატურა გეგმავს კანონით დადგენილ ვადაში დაკავებულისთვის ბრალის წაყენებას და სასამართლოსთვის აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობით მიმართვას, რის შემდეგაც უფრო დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის საზოგადოებას საქმის ფაქტობრივი გარემოებების ირგვლივ”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
ადვოკატი ამბობს, რომ მას ფიზიკური შეურაცხყოფა ვაკე-საბურთალოს პოლიციის უფროსმა და პოლიციის თანამშრომლებმა მიიყვანეს. არასამთავრობო ორგანიზაციები ადვოკატ გიორგი მდინარაძის საქმის დაუყოვნებლივ და ობიექტურ გამოძიებას ითხოვენ.